понедельник, 29 июня 2015 г.

გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი გეგმა
სივრცითი ფიგურები aa
სწავლების საფეხური
 VI კლასი
მოსწავლეთა პროფილი
 12 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
 მოსწავლეს განუვითარდება აზროვნების ანალიზის და წარმოსახვის უნარი.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
 მათ.VI.7
მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა - აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.

მოსწავლემ გაიღრმაოს სივრცული წარმოდგენები, ამოიცნოს სივრცული ფიგურები, გრაფიკული გამოსახულების მიხედვით შეძლოს მათი აღწერა, ელემენტების(წიბოების, წახნაგების, წვეროების) დასახელება. შეძლოს ზოგიერთი სივრცული ფიგურის შლილის წარმოდგენა, ფიგურის შესაბამისი შლილის ამოცნობა და შლილის მიხედვით ფიგურის აღდგენა.
წინასწარი ცოდნა
გეომეტრიული ფიგურების - წერტილი, მონაკვეთი, წრფე, მრავალკუთხედი - ამოცნობა. სიგრძის საზომი ერთეულები და კავშირი მათ შორის.
შეფასების საგანი და პროცედურები
განმსაზღვრელი შეფასება
სასწავლო მასალა დატექნიკური  რესურსები
 წიგნი, ცარცი, პლაკატი.გეომეტრიული ფიგურები.
გაკვეთილის მსვლელობა/მენეჯმენტი
A  ფაზა -8 წუთი
 კლასის ორგანიზება.
საშინაო დავალების შემოწმება.
ფრონტალური კითხვები: 1. რისგან შედგება გეომეტრიული ფიგურა. 2.რა განსხვავებაა ბრტყელ და სივრცით ფიგურებს შორის.




B  ფაზა  -  შინაარსის კონსტრუირება - 30 წუთი
მოსწავლე ხედავს კედელზე გაკრულ პლაკატზე გამოსახულ გეომეტრიულ ფიგურებს და ამოიცნობენ მათ შორის ბრტყელ და სივრცით ფიგურებს.მოსწავლეებს ვაცნობ სივრცული ფიგურების სახეებს და მის ელემენტებს სურათების საშუალებით.  ყველაზე ნაცნობი მართკუთხა პარალელეპიპედია, ყოველდღიურად ხედავს მსგავსი ფორმის მრავალ სხეულს .ასახელებს რამოდენიმე მაგალითს . მოსწავლეები ასახელებენ და დაფაზე ხაზავენ მართკუთხა პარალელეპიპედს ასახელებენ წიბოებს, წახნაგებს, წვეროებს მოცემული ფიგურების, პარალელურ და მოსაზღვრე წა წახნაგებს,შემდეგ გადავლენ  სხვა მრავალწახნაგების ელემენტების დასახელებასა და დახასიათებაზე.

c-ფაზა შეჯამება - 7 წუთი
გააზრება,  თემის შეჯამება( კითხვა პასუხი),დაფაზე დახაზოს ერთერთი სივრცითი ფიგურა და დაასახელოს წვეროები წახნაგები, წიბოები.  საშინაო დავალება



Комментариев нет:

Отправить комментарий