|
გაკვეთილის
მთავარი გეგმა
|
სივრცითი
ფიგურები aa
|
|
სწავლების
საფეხური
|
VI კლასი
|
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
12 მოსწავლე
|
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეს განუვითარდება აზროვნების ანალიზის და
წარმოსახვის უნარი.
|
|
გაკვეთილის
მიზნები და შედეგები
|
მათ.VI.7
მოსწავლეს
შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა - აღწერა და სხვადასხვა ხერხით გამოსახვა.
მოსწავლემ
გაიღრმაოს სივრცული წარმოდგენები, ამოიცნოს სივრცული ფიგურები, გრაფიკული გამოსახულების
მიხედვით შეძლოს მათი აღწერა, ელემენტების(წიბოების, წახნაგების, წვეროების) დასახელება.
შეძლოს ზოგიერთი სივრცული ფიგურის შლილის წარმოდგენა, ფიგურის შესაბამისი შლილის
ამოცნობა და შლილის მიხედვით ფიგურის აღდგენა.
|
|
წინასწარი
ცოდნა
|
გეომეტრიული
ფიგურების - წერტილი, მონაკვეთი, წრფე, მრავალკუთხედი - ამოცნობა. სიგრძის საზომი
ერთეულები და კავშირი მათ შორის.
|
|
შეფასების
საგანი და პროცედურები
|
განმსაზღვრელი
შეფასება
|
|
სასწავლო
მასალა დატექნიკური რესურსები
|
წიგნი, ცარცი, პლაკატი.გეომეტრიული ფიგურები.
|
|
გაკვეთილის
მსვლელობა/მენეჯმენტი
|
A ფაზა -8 წუთი
კლასის ორგანიზება.
საშინაო
დავალების შემოწმება.
ფრონტალური
კითხვები: 1. რისგან შედგება გეომეტრიული ფიგურა. 2.რა განსხვავებაა ბრტყელ და სივრცით
ფიგურებს შორის.
B ფაზა
- შინაარსის კონსტრუირება - 30 წუთი
მოსწავლე
ხედავს კედელზე გაკრულ პლაკატზე გამოსახულ გეომეტრიულ ფიგურებს და ამოიცნობენ მათ
შორის ბრტყელ და სივრცით ფიგურებს.მოსწავლეებს ვაცნობ სივრცული ფიგურების სახეებს
და მის ელემენტებს სურათების საშუალებით.
ყველაზე ნაცნობი მართკუთხა პარალელეპიპედია, ყოველდღიურად ხედავს მსგავსი
ფორმის მრავალ სხეულს .ასახელებს რამოდენიმე მაგალითს . მოსწავლეები ასახელებენ და
დაფაზე ხაზავენ მართკუთხა პარალელეპიპედს ასახელებენ წიბოებს, წახნაგებს, წვეროებს
მოცემული ფიგურების, პარალელურ და მოსაზღვრე წა წახნაგებს,შემდეგ გადავლენ სხვა მრავალწახნაგების ელემენტების დასახელებასა
და დახასიათებაზე.
c-ფაზა შეჯამება
-
7 წუთი
გააზრება, თემის შეჯამება( კითხვა პასუხი),დაფაზე დახაზოს
ერთერთი სივრცითი ფიგურა და დაასახელოს წვეროები წახნაგები, წიბოები. საშინაო დავალება
|
понедельник, 29 июня 2015 г.
გაკვეთილის გეგმა
შეფასების რუბრიკა
|
კრიტერიუმები
|
0-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
|
|
მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა
|
მოსწავლეს არ შეძლია სივრცითი ფიგურების ამოცნობა
|
მოსწავლე იცნობს მაგრამ არ იცის ამ ფიგურის სახელწოდება
|
მოსწავლე იცნობს სივრცით ფიგურებს მაგრამ ერთმანეთში ურევს მათ სახელწოდებებს.
|
მოსწავლეს შეუძლია სივრცითი ფიგურების ამოცნობა და მათი დასახელება.
|
|
მოსწავლეს შეუძლიაგრაფიკული გამოსახულების მიხედვით მათი აღწერა ელემენტების
(წიბოების, წახნაგების, წვეროების დახასიათება).
|
მოსწავლეს არ შეუძლია გრაფიკული გამოსახვა და მათი ელემენტების დასახელება
|
მოსწავლეს შეუძლია მხოლოდ გრაფიკული აგება
|
მოსწავლეს შეუძლია გრაფიკული აგება მაგრამ ერევა წიბოები და წახნაგები
|
მოსწავლეს შეუძლია გრაფიკული აგება და მისი ელემენტების დასახელება
|
|
მოსწავლემ შეძლოს ზოგიერთი სივრცითი ფიგურის შლილის წარმოდგენა, ფიგურის
შესაბამისი შლილის ამოცნობა და შლილის მიხედვით ფიგურის აღდგენა.
|
მოსწავლეს არ შეუძლია სივრცითი ფიგურების შლილის წარმოდგენა
|
მოსწავლეს შეუძლია მხოლოდ შლილის წარმოდგენა
|
მოსწავლეს შეუძლია შლილის წარმოდგენა, ამ შლილის ამოცნობა მაგრამ უჭირს
შლილის მიხედვით ფიგურის აღდგენა
|
მოსწავლეს შეუძლია შლილის წარმოდგენა, შესაბამისი შლილის ამოცნობა დაშლილის
მიხედვით ფიგურის აღდგენა
|
Подписаться на:
Сообщения (Atom)